სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი ადასტურებს, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას რამდენჯერმე შეხვდა

სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი ადასტურებს, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას რამდენჯერმე შეხვდა

სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი დავით ჩხობაძე ადასტურებს, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს რამდენჯერმე შეხვდა.

„ეს კითხვები რომ წამოსულიყო ჩემი მეგობრებისგან ან კურსელებისგან, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანებისგან, მე იმ დღესვე გავაკეთებდი ამ ყველაფერს. თუ მე, დავით ჩხობაძეს, მაქვს იმხელა პოლიტიკური ფასი, რომ თითო განცხადებაში 1000 ლარს მიხდიან, მაშინ მართლა უნდა გეშინოდეთ, პატივცემულებო... როგორც ვიცი, დიმიტრი ჩიქოვანი აქტიურად ერთვება რაღაც მოლაპარაკებებში, ოპოზიციურ სპექტრში, შევხვედრივარ რამდენჯერმე აქციებზე და ერთხელ შეხვედრაზე“, - აცხადებს დავით ჩხობაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, დავით ჩხობაძეს კონკრეტული აქტივობისთვის დიმიტრი ჩიქოვანმა 1000 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა.

 

amo სწავლას მიხედე ბიძია, სწავლას.
1 წლის უკან