სოსო ტყემალაძე: მე არანაირ პოლიტიკურ თამაშში არ ვერევი და ყველას ვეუბნები, რაგბიდან ხელები შორს წაიღონ - ცეცხლს ნუ ეთამაშებიან

სოსო ტყემალაძე: მე არანაირ პოლიტიკურ თამაშში არ ვერევი და ყველას ვეუბნები, რაგბიდან ხელები შორს წაიღონ - ცეცხლს ნუ ეთამაშებიან

მე არანაირ პოლიტიკურ თამაშში არ ვერევი და ყველას ვეუბნები, რომ რაგბიდან ხელები შორს წაიღონ, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ რაგბის კავშირის, ჩემსა და რაგბისტების მიმართ დაიგეგმა ბინძური კამპანია, რომ იტალიასთან მატჩის დროს თითქოს იქ ჩამოფრინდნენ ვიღაც რუსი ოლიგარქები, ჩვენ ისინი ჭორვილაში წავიყვანეთ. მე ამის შესახებ განმარტება გავაკეთე, „ტვ პირველს“ მასალები მივეცი და ვუთხარი, რომ ვერტმფრენებში ისხდნენ ჩვენი სტუმრები, ვუთხარი სახელი და გვარები, მივეცი მათი კონტაქტები და წერილობით მივმართე, რომ ამ ტყუილს ნუ ავრცელებდნენ. ეს ყველაფერი მოხდა მანამდე, სანამ ქუჩაში აქციები იქნებოდა. ის სიცრუე „ტვ პირველმა“ მაინც გააშუქა. ისინი თვლიან, რომ ეს ტყუილია თუ მართალია, მაინც ზიანი მიაყენეს რაგბის კავშირს. ამას შემდეგ მოჰყვა შეტევა ჩვენი რაგბის კავშირის ეროვნული ნაკრების წევრებზე, შემდეგ დავით კაჭარავაზე.

ყველა ჩემი მეგობრის, ნათესავისა და ვითომ ახლობლების გასაგონად ვაკეთებ განმარტებას - რატომ არავინ შეწუხდა, როდესაც რაგბის კავშირს აბრალებდნენ შავ ტყუილს, ვითომ მე რუს ოლიგარქებს ვაფრენდი, რატომ ამაზე არავინ გააკეთა მწვავე რეაქცია, როგორსაც ახლა აკეთებენ, რომ თითქოს და მე ვერევი პოლიტიკურ თამაშებში. გუშინ გავაკეთე გამაფრთხილებელი განცხადება, სადაც აღვნიშნე, რომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან“, - აღნიშნა სოსო ტყემალაძემ.