ხატია დეკანოიძე: სააკაშვილი ცუდად არის და ამას ხაზი გაუსვა მათ შორის იუსტიციის სამინისტრომ, როდესაც თქვა, რომ ის მზად არის მისცეს ნებართვა ყველა ექიმს, ჩამოვიდეს

ხატია დეკანოიძე: სააკაშვილი ცუდად არის და ამას ხაზი გაუსვა მათ შორის იუსტიციის სამინისტრომ, როდესაც თქვა, რომ ის მზად არის მისცეს ნებართვა ყველა ექიმს, ჩამოვიდეს

სააკაშვილის ადვოკატები ხაზავენ იმ დაცვის ხაზს, რომელიც მნიშვნელოვანია - სტრასბურგში სარჩელი შევა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„თუ რატომ არ იჩივლა სააკაშვილმა სტრასბურგში, ეს კითხვა უნდა დაუსვათ ადვოკატებს. მათ ჰქონდათ გეგმა და ხაზავენ იმ დაცვის ხაზს, რომელიც მნიშვნელოვანია ამიტომ, მე კონკრეტულად დროის მიხედვით არ ვიცი. რა თქმა უნდა, სარჩელი შევა, რა თქმა უნდა, ცუდად არის და ამას ხაზი გაუსვა მათ შორის იუსტიციის სამინისტრომ, როდესაც თქვა, რომ ის მზად არის მისცეს ნებართვა ყველა ექიმს, ჩამოვიდეს. ამაზე საუბრობს ყველა. ამიტომ, ვიღაცას თუ არ სურს ამ ამბის გაგება და მოსმენა არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელდა“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადების საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამ თემაზე საუბარი სააკაშვილის დედას არ სურს და ჟურნალისტებს ადვოკატებთან ამისამართებს. სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ. ეს მოცემულობა პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ოჯახი და სააკაშვილის პარტია შეგნებულად სპეკულირებენ.