მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წამოიჭრება ხოლმე დღის წესრიგში, რომელიც პოლიტიკურად უფრო მწვავე შეიძლება იყოს, მომენტალურად ქრება მიხეილ სააკაშვილის საკითხი

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წამოიჭრება ხოლმე დღის წესრიგში, რომელიც პოლიტიკურად უფრო მწვავე შეიძლება იყოს, მომენტალურად ქრება მიხეილ სააკაშვილის საკითხი

როდესაც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წამოიჭრება ხოლმე დღის წესრიგში, რომელიც პოლიტიკურად უფრო მწვავე შეიძლება იყოს, მომენტალურად ქრება მიხეილ სააკაშვილის საკითხი, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„განიხილავენ ამ ჰუმანიტარული პრობლემის სიმულაციას, როგორც საშუალებას პოლიტიკური ამოცანის გადაჭრისთვის. ამიტომ როდესაც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წამოიჭრება ხოლმე დღის წესრიგში, რომელიც პოლიტიკურად უფრო მწვავე შეიძლება იყოს, მომენტალურად დღის წესრიგიდან ქრება ეს საკითხი, ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს და ამას ანგარიშის გაწევა აუცილებლად სჭირდება. ყველამ უნდა დაინახოს, რომ რეალურად ეს არის პოლიტიკურად პროცესების გადაძაბვის საშუალების საკითხი, რომელიც სინამდვილეში არ ხასიათდება რაიმე პრობლემურობით“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადების საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამ თემაზე საუბარი სააკაშვილის დედას არ სურს და ჟურნალისტებს ადვოკატებთან ამისამართებს. სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ. ეს მოცემულობა პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ოჯახი და სააკაშვილის პარტია შეგნებულად სპეკულირებენ