გიორგი გახარია:

გიორგი გახარია: "20 ივნისს ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციის ამჟამინდელ ქმედებებს"

20 ივ­ნისს დად­გინ­და, რომ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა იყო ლე­გი­ტი­მუ­რი, 7-8 მარ­ტის პრო­ტეს­ტი კი იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი - ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვაკ­რი­ტი­კებ პო­ლი­ცი­ი­სა და შსს-ს ამ­ჟა­მინ­დელ ქმე­დე­ბებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს ორი პრო­ტეს­ტი სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან.

"უდი­დე­სი გან­სხვა­ვე­ბაა ამ ორ პრო­ტესტს შო­რის. დღეს ეს პრო­ტეს­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი იყო. 20 ივ­ნისს მო­მი­ტინ­გე­ე­ბი თავს ეს­ხმოდ­ნენ პარ­ლა­მენტს, ცდი­ლობ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლას და ეს იყო უბ­რა­ლოდ დარ­ღვე­ვა. ისი­ნი თავს ეს­ხმოდ­ნენ პო­ლი­ცი­ა­სა და, სხვა­თა შო­რის, პო­ლი­ცია ამას მოთ­მი­ნე­ბით იტან­და 3-4 სა­ათ­ზე მეტი, მაგ­რამ როცა ამ ორ მი­ტინგზე ვსა­უბ­რობთ, უბ­რა­ლოდ ვერ შე­ვა­და­რებთ ერ­თმა­ნეთს, სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა ამ­ბა­ვია. ამი­ტომ არის, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ად­გი­ნა, რომ იყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა იყო ლე­გი­ტი­მუ­რი და არ იყო ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი. როცა ამ ორ პრო­ტესტს ვა­და­რებთ, მთა­ვა­რია, რომ ისი­ნი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან. ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვაკ­რი­ტი­კებ პო­ლი­ცი­ი­სა და შსს-ს ამ­ჟა­მინ­დელ ქმე­დე­ბებს, რო­გორც ისი­ნი მო­იქ­ცნენ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ­ლის ქარ­თულ თარ­გმან­საც პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, გა­ხა­რი­ამ ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მოქ­მე­დი მთავ­რო­ბა არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, ეს ვინ­მე სხვას და­აბ­რა­ლოს.

"როცა იცი, რომ შენი ხალ­ხის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად გინ­და, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მმარ­თვე­ლო­ბის არ­სე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან, შენ გჭირ­დე­ბა უბ­რა­ლოდ აა­ფეთ­ქო ეს პრო­ცე­სი და მო­ამ­ზა­დო ნი­ა­და­გი, რომ ვინ­მე სხვას და­აბ­რა­ლო. ეს არის ის, რა­საც მთავ­რო­ბა აკე­თებ­და. 2 თვის წინ გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით, მი­ი­ღებს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს და და­ი­წყეს "აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, მოქ­მე­დი მთავ­რო­ბა არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ეს ვინ­მე სხვას და­აბ­რა­ლოს. დიახ, კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­მო­თხო­ვა არის პრო­ტეს­ტის დიდი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მიღ­წე­ვა, მაგ­რამ ეს არის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი. უამ­რა­ვი რამ გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი დე­კემ­ბრამ­დე, სა­ნამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არის ერ­თა­დერ­თი გზა და­ვიც­ვათ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თველ ხალ­ხს აქვს ორი კრი­ტი­კუ­ლი მი­ზა­ნი: რო­გორ და­ვიც­ვათ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის გზით და რო­გორ ჩა­ვა­ტა­როთ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ძლი­ე­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ით“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

amo ისე აშენდა შენი ოჯახი, როგორც ეგ მიტინგი მშვიდობიანი იყო.
1 წლის უკან