კახა კალაძე: გიორგი მარგველაშვილი ბოლო წლების განმავლობაში ატარებს იმ პოლიტიკურ ხაზს, რასაც სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები - შეიძლება ვერ ერთიანდებიან, მაგრამ ერთი ხაზია და ერთი ადგილიდან იმართება ეს ყველაფერი

გიორგი მარგველაშვილი ბოლო წლების განმავლობაში ატარებს იმ პოლიტიკურ ხაზს, რასაც სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები - შეიძლება ვერ ერთიანდებიან, მაგრამ ერთი ხაზია და ერთი ადგილიდან იმართება ეს ყველაფერი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამ გადაწყვეტილებას იღებს მისი უაღმატებულესობა - ჩვენი ხალხი. დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოს რომ ჰყავდეს სხვა ხელისუფლება, აი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტს ხმაურობენ, აქ სრული უბედურება იქნებოდა. რატომ აქვთ სურვილი, რომ აჯანჯღარონ სახელმწიფო, ხელისუფლება, დაასუსტონ, როგორმე ჩამოიშორონ. ნახეთ პარალელურად განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ხომ არ გამქრალა ეს განცხადებები?!“, - განაცხადა კალაძემ.