ზურაბ ქადაგიძე: დავით კაჭარავა, მართალი კაცი ხარ, გოლიათები ვერ გერეოდნენ და ეს ერთი მუჭა ფაშისტები ვერაფერს დაგაკლებენ, მეამაყება შენ გვერდით დგომა!

ზურაბ ქადაგიძე: დავით კაჭარავა, მართალი კაცი ხარ, გოლიათები ვერ გერეოდნენ და ეს ერთი მუჭა ფაშისტები ვერაფერს დაგაკლებენ, მეამაყება შენ გვერდით დგომა!

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გაურკვეველი პირის მიერ შექმნილ პეტიციას ეხმაურება, რომელიც მოძრაობის წევრ და დეპუტატ დავით კაჭარავას მიერ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას მოითხოვს.

„ოოო, „რამსები“ მაგრად აგრევიათ და ვატყობ, რასაც ეძებთ იმას მიიღებთ!

რა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება? ჩვეულებრივი ბოლშევიკები ხართ, მაუზერის გარეშე.

გგონიათ რაიმეს მიღწიეთ? არა, იმაზე დიდი ნაგავი ამოტივტივდა თქვენგან, ვიდრე წარმოსადგენი იყო.

ითვალეთ პეტიციის ხმები, ბოლოს რამეს არ გამოედოთ, ფრთხილად!!!

დავით კაჭარავა, მართალი კაცი ხარ, გოლიათები ვერ გერეოდნენ და ეს ერთი მუჭა ფაშისტები ვერაფერს დაგაკლებენ.

მეამაყება შენ გვერდით დგომა!

სიმართლით დავამიწებთ ლელოს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, დღეს, 16 მარტს, ვებგვერდ Manifest.ge-ზე შეიქმნა პეტიცია, რომლის ავტორი არც საკუთარ სახელს ასაჯაროებს და არც - გვარს. პეტიციის ავტორის ველში მას მხოლოდ „rugby supporter“ (რაგბის მხარდამჭერი) აქვს მითითებული. პეტიციის ავტორი არც საკუთარ ფოტოს ასაჯაროებს.