ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს

ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს

ვანო მერაბიშვილი ისევ ქუჩის აქციებს აანონსებს. ინტერვიუ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა უკრაინულ არხს მისცა.

მერაბიშვილი აკრიტიკებს ნიკა მელიას, მას პასიურობაში ადანაშაულებს და აქებს ლევან ხაბეიშვილს. ამასთან, მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის მუშაობით კმაყოფილია.

„ყველაფერი ძალიან შეიცვალა. თუ ბოლო კვირებში უყურებთ ტელევიზორს, მთელ საქართველოში ახლა ტარდება მრავალი აქცია. პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, არათუ არ გაემართათ საპროტესტო აქციები, ზოგჯერ ისინი ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, მსუბუქად რომ ვთქვათ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ დაინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც“, - განაცხადა მერაბიშვილმა.