30 წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ში ძაღლის ყველაზე პოპულარული ჯიში შეიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, გასული წლის რეიტინგი „ამერიკის მეძაღლეთა კლუბმა“ გამოაქვეყნა, რომელიც ყოველწლიურად აჯამებს შესაბამის მონაცემებს. მათი ცნობით, რეიტინგის სათავეში ფრანგული ბულდოგი მოხვდა. სპეციალისტების განმარტებით, ფრანგულ ბულდოგებს ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს, რაც ამ ძაღლების მშვიდი ხასიათით და ნაკლები აქტიურობით არის განპირობებული. ამასთან, კინოლოგები აღნიშნავენ, რომ ბულდოგებს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა აქვთ.
ლაბრადორ რეტრივერი, რომელიც ამერიკის საყვარელ ძაღლად ბოლო 31 წლის განმავლობაში ითვლებოდა, მეორე ადგილზეა, მესამე პოზიციას კი ოქროსფერი რეტრივერი იკავებს.