ფლორენს პიუ და ენდრიუ გარფილდი რომანტიკულ ფილმში ითამაშებენ

ფლორენს პიუ და ენდრიუ გარფილდი რომანტიკულ ფილმში ითამაშებენ

ფლორენს პიუ და ენდრიუ გარფილდი რომანტიკულ ფილმში „ჩვენ დროში ვცხოვრობთ“ ითამაშებენ. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმს კომპანია StudioCanal-ი გადაიღებს. პროექტის რეჟისორი ჯონ კრაული, სცენარისტი კი ნიკ პეინი იქნება.

სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე არ ჟღერდება, თუმცა ცნობილია, რომ ფილმი „სახალისო და გულისამაჩუყებელი სიყვარულის ისტორია იქნება.