დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზმა Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი რაინდად აკურთხა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საპატიო წოდება მეის მუსიკაში შეტანილი წვლილისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიენჭა. ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.
ბრაიან მეი 1947 წლის 19 ივლისს დაიბადა. გიტარაზე 7 წლიდან უკრავს. მან დაწერა Queen-ის ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა We Will Rock You, Who Wants to Live Forever, I Want It All, The Show Must Go On და ა.შ. ამასთან, მეი ასტროფიზიკოსია, ფილოსოფიის დოქტორი და ცხოველთა დაცვის ფონდის Save me დამფუძნებელი.