პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას საფრანგეთის მთავრობამ მიიღო წერილი.
მას ინტელიგენციის 40 წარმომადგენელი აწერდა ხელს, მათ შორის მწერლები, მსახიობები, მხატვრები. ისინი წინააღმდეგი იყვნენ ახალი პროექტისა, რომელიც საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მაინც განხორციელდა.
გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა.
მიუხედავად ამისა, სახელგანთქმული მწერალი კოშკის პირველ სართულზე არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა. ის ამბობდა: ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანსო.