დუელის ისტორიიდან

დუელის ისტორიიდან

ისტორია სერიოზული მეცნიერებაა და კაცობრიობის მიერ განვლილ გზას სწავლობს.

ისტორიკოსები საკუთარ შრომებში სტატისტიკურ გამოთვლებს ხშირად იყენებენ და ზოგჯერ მართლაც რომ საყურადღებო ფაქტებსაც აწყდებიან.

ინგლისელი ისტორიკოსის სტიუარტ კეროლის გამოთვლის თანახმად, ასი წლის (1560-დან 1660-მდე) განმავლობაში, ფრანგი თავად-აზნაურობის დუელში გარკვეული ურთიერთობები საფრანგეთს 30-დან 50-ათასამდე ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

პირველი დუელი 1470 წელს, იტალიაში შედგა, მაგრამ განსაკუთრებული გავრცელება მაინც საფრანგეთში იპოვა და ამისი ნათელი დადასტურებაა თუნდაც დიუმას, სტენდალის და ბალზაკის რომანებში მოყვანილი მრავალი ფაქტი.