ტანსაცმლის ბრენდმა Christian Cowan საბავშვო ტელეშოუ „ტელეღიპუცებთან“ კოლაბორაცია წარადგინა. კოლექციაში შევიდა მაისურები, ჯინსები და ჰუდები პროგრამის პერსონაჟების გამოსახულებით. თუმცა ყველაზე უჩვეულო პროდუქტი აღმოჩნდა ჩექმები ტელეღიპუცა დიფსის ფიგურით.
პრეზენტაციას ბრენდი თვითონაც იუმორით მიუდგა. Christian Cowan-ის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ენ ჰეთუეის გმირს ფილმიდან „ეშმაკს აცვია Prada“ დიფსის ჩექმები აცვია.
ტელეღიპუციანი ჩექმების ფასი 2 500 დოლარია.