„უდინეზეს“ სპორტულმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ატალანტასთან“ გოლის მომენტში კვარას მოქმედებებით დიეგო მარადონა გაახსენდა.
„კვარაცხელიამ მარადონას სტილის გოლი გაიტანა. მან სხეულის მოძრაობით რამდენიმე ფინტი გააკეთა, მეტოქეები მიწაზე დააწვინა, რითაც დიეგო გამახსენა. კვარა რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი სკაუტების დაკვირვების ქვეშ იყო. დე ლაურენტისის სურვილი ნამდვილად არის, რომ ის არ გაყიდოს, თუმცა, მისი შენარჩუნება ძნელი იქნება. თანამედროვე ფეხბურთში ძლიერი ფეხბურთელების ბევრი წლის განმავლობაში შენარჩუნება რთულია“, - თქვა მარინომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.