ჯეიმს ფრანკოს ახალი გატაცება

ჯეიმს ფრანკოს ახალი გატაცება

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯეიმს ფრანკო არაორდინალური პიროვნებაა. ძირითადი პროფესიის გარდა საკუთარ შესაძლებლობებს სხვა სფეროებშიც ცდის.

რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეიმს ფრანკო მწერლობით იყო გატაცებული. გასულ წელს ამერიკულ წიგნის მაღაზიებში გაყიდვაში გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული – “პალო-ალტო”.

ცოტა ხნის წინ, სურათების “ადამიანი-ობობა”, “ჰარვი მილკი” “ანანასის ექსპრესი”, “ამერიკული დანაშაული” და “127 საათის” მთავარი როლების შემსრულებელს ბელეტრისტობა მობეზრდა და მომღერლობა განიზრახა.

ჯეიმს ფრანკო კოლეგა მსახიობს კელაპი ლინზის შეუამხანაგდა და მასთან ერთად მინი-ალბომი ჩაწერა.

ამერიკელი მუსიკალური კრიტიკოსები ახლად გამომცხვარი მომღერლის პროფესიული დონის შეფასებისაგან თავს იკავებენ. ჯეიმს ფრანკოს ოკეანისგაღმელ თაყვანისმცემლებს კი სწამთ, რომ ის ახალ საქმიანობაშიც მაღალ მწვერვალებს მიაღწევს.