სახალხო დამცველმა აქციაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როდესაც აქციის მონაწილეებმა მას კვერცხები ესროლეს. ლევან იოსელიანმა განმარტა, რომ ის ყველას უფლებებს დაიცავს - როგორც იმ ადამიანების, ვინც მას აქციაზე თბილად შეხვდა, ასევე მათ, ვინც მას თავს დაესხა.
„ეს იყო ძალიან სამწუხარო ინციდენტი, მაგრამ დღეს უკვე ამ ინციდენტს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ მათი უფლებების დამცველი - იმ ადამიანების, რომლებიც თავს დამესხნენ და სხვებისაც, რომლებმაც თბილად მიმიღეს აქციაზე. შესაბამისად, მე ამ ადამიანებს დღეს უკვე, რაც პოლიტიკა დავტოვე და გადმოვედი სახალხო დამცველად, აღარ დავყოფ იმის მიხედვით ვინ მომწონს და ვინ არა. ჩემი პროფესიული მოვალეობა, ეს საპატიო პოსტი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ უნდა იყო თანაბრად ნეიტრალური და ამას ვაპირებ მომავალში“, - განაცხადა იოსელიანმა.
7 მარტს პარლამენტთან აქციაზე მისულ ლევან იოსელიანს მომიტინგეთა ნაწილმა კვეცხები ესროლა.