გოგა ხაინდრავა ელდარ შენგელაიაზე:

გოგა ხაინდრავა ელდარ შენგელაიაზე: "ბედნიერება მხვდა წილად მასთან მემუშავა, მისგან მესწავლა და მისი უმცროსი მეგობარი ვყოფილიყავი!"

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იქსის საკუთარ გვერდზე ეხმიანება კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების სამწუხარო ფაქტს:

"ელდარი გარდაიცვალა...

ქართული კინოს დიდი ოსტატი! ბედნიერება მხვდა წილად მასთან მემუშავა, მისგან მესწავლა და მისი უმცროსი მეგობარი ვყოფილიყავი! თქვენ ხართ ქართული კინოს დიდება, ელდარ შენგელაია!

მადლობა ბატონო ელდარ!

საქართველოს უყვარხართ!"