[ვანო მერაბიშვილი] უკრაინელებთან იძლევა ინტერვიუს, ფეიგენთან იძლევა ინტერვიუს, მაგრამ ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუ სად არის?, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მე მგონია, ეშინია, ხომ შეიძლება ჟურნალისტმა ისეთი რამე ჰკითხოს, რაც იმათმა არ იციან და ამიტომ არც ეკითხებიან“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები. მისი თქმით, მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა.