კანონი 29 ქვეყანაშია აპრობირებული და წარმოდგენილია სხვადასხვა ანტურაჟით, სხვადასხვანაირადაა გაჟღერებული და ჩვენთან რატომაა პრობლემატური? დამერწმუნეთ, რომ ეს კანონი ბევრს არც წაუკითხავს, რაზეა იქ საუბარი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისა განაცხადა.
„დამერწმუნეთ, ევროპაში წლებია მოღვაწეობ და ყველა ადამიანს ეკითხებიან მისი ფინანსური სარგებლის წარმომავლობას. უცებ მოხდა სტიგმატიზაცია, მიეწება კლიშე, რომ ეს არის რუსული კანონი. ეს არის აბსოლუტური პროპაგანდის შედეგი. დეტალურად რომ გავყვეთ, ამ კანონზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ბევრ ქვეყანაშია იგივე, ახლა კანადის მაგალითი ყბადაღებული თემაა. ზოგს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. მაგალითად, მე შემიძლია, ინტერნეტზე წვდომა არმაზ ახვლედიანს გავუზიარო“, - განაცხადა გამსახურდიამ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.
10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.