თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი შევძელით: ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, პერსპექტივა, სტატუსი... ამის იქით რჩება უკვე გაწევრიანება. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივიღებთ ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის ქვეყნებში, რომ საქართველო იმსახურებს ამ შეფასებას. მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ - ამას სჭირდება შენარჩუნება და დაცვა. თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ. ამიტომ შეეცდებიან, რომ მეტი საბოტაჟი და არეულობა იყოს, რომ დაანგრიონ ეკონომიკა და ტურიზმი, რომ იყოს 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა. მინდა ვუთხრა ჩვენს მტრებს, რომ ჩვენი ქვეყნის დანგრევას ვერ შეძლებენ. ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის საშუალებას არ მივცემთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.