ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა, რომ ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური

ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა, რომ ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური

როცა საუბარი იყო, რომ კონსტიტუციურ ჩანაწერს ვინმე არღვევს თუ არა - კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შედეგად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ჩავწერეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი, უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური. მე მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა. ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს“, - აღნიშნა პრემიერმა.