ნაცმოძრაობა და სხვები დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, არ მისცეთ უვიზო რეჟიმი საქართველოსო. ახლაც იგივე ხდებოდა: მობილიზებული ჰყავდათ თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი

ნაცმოძრაობა და სხვები, ყოფილი სპიკერი, დავით ბაქრაძე დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, არ მისცეთ თავისუფალი მიმოსვლის საშუალება ანუ უვიზო რეჟიმი საქართველოსო. ახლაც იგივე ხდებოდა: მობილიზებული ჰყავდათ თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„საუბედუროდ, ასეთ ძალასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ხელისუფლებაში არის პატრიოტი ძალა. ის ძალა, რომელმაც ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი: ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა. ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს ძალიან მაგარი წინსვლა. ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ, რომ ლარი არის სტაბილური, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო 2 წელიწადში. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს მტრებს არ უხარიათ და მათი სურვილია საბოტაჟი და დესტრუქცია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.