ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა და თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მერაბიშვილმა აღიარა, რომ მათი მიზანია ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ მეორე ფრონტის გახსნა.
„დღეს მერაბიშვილი კეზერაშვილთან ერთად აკონტროლებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მანამდე თუ იყო ახალაიას გავლენები და მელია იყო მათი გავლენის ქვეშ, დღეს ხაბეიშვილი არის მერაბიშვილ-კეზერაშვილის ტანდემის მიერ მართული. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მეორე დაპირისპირებული ფრთაა ახალაია-მელიას ფრთა. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა და თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება. კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანია ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ, მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ჩვენ ვუყვებოდით ხალხს, ჩვენს საზოგადოებას მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.