ირაკლი ქადაგიშვილი: ავანტიურა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები გვახვევენ, საქართველოს დაღუპვაა და არა მომავალი

ირაკლი ქადაგიშვილი: ავანტიურა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები გვახვევენ, საქართველოს დაღუპვაა და არა მომავალი

მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ავადმყოფობის თემა ჩვეულებრივი „ფეიკია“ , რომ ის დაიხსნან კანონიერი სასჯელისაგან, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოებას, ვისაც ჰგონია, რომ ევროკავშირში შესვლა განვითარების გზაა, კარგად უნდა დაინახოს, რომ ის ავანტიურა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები გვახვევენ საქართველოს დაღუპვაა, და არა საქართველოს მომავალი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგში შეხვედრებს გამართავენ.