ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ზურაბ მხეიძემ "მთავარ როლში" განაცხადა:
"ბალანსი არის, რომ სამსახური უნდა იყოს სამსახური და დასვენება უნდა იყოს დასვენება. ჩვენ არც ერთი ვიცით და არც მეორე. სადღაც ვთქვი და მერე ერთი ადამიანი შემხვდა და მითხრა, ჩემზე იდიოტიაო თქვითო. ეს განმიმარტა კიდეც რატო მიიღო თავის თავზე.
მე თუ თქვენ გასვენებთ, არ შეიძლება გითხრათ, რომ სულ ხაზზე იყოთ. რადგან შვებულებას და "ხაზზე იყავის" ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.
როდესაც მე ვარ ხელმძღვანელი, მომეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე თანამშრომელს. აბა ხელმძღვანელი რა არის? რბილი სავარძელი და ბრძანების გაცემის უფლება? ესე არაა. უნდა მესმოდეს ადამიანი, რომ ვმართო. მაშინ ხელმძღვანელობა რა არის - ბერკეტი გაქვს. არ გააკეთებ რაც გითხარი და გაგიშვებ. მე მაგას ვეძახი ტერორისტს. ვიღაცა ყუმბარით რომ შემოვიდეს და გითხრას, თუ არ გააკეთებ გესვრიო, გააკეთებ"- განაცხადა მხეიძემ.