ვანო მერაბიშვილი:

ვანო მერაბიშვილი: "მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის გვერდით ამ ომში"

"თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა "ქართული ოცნების" პრორუსულ ორიენტაციაში, ახლა კითხვები აღარვის უჩნდება, 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ბევრისთვის გასაკვირად საქართველოს მთავარობამ აშკარად პრორუსული პოლიტიკა აირჩია“ – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "უკრინფორმის" მედიაცენტრში, სადაც SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.

"მე, როგორც ქართველს მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის გვერდით ამ ომში, არ არიან უკრაინელების მოკავშირეები. საქართველომ თავისუფლებისთვის და ევროპული ორიენტაციისთვის ბევრი გადაიხადა და ახლა, როცა მთელი ევროპის ბედი წყდება, საქართველო რუსეთის ბანაკშია და პრაქტიკულად, მისი მოკავშირეა.

მოხარული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ რეაქცია მისცა ამ კანონის [უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ] მიღებას სერიოზული აქციებით. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იძულებული გახდა გაეწვია ეს კანონი. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა, პირველი გამარჯვება და იმედი მაქვს, საქმეს მივიყვანთ ბოლომდე",- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

Aburjga Tasmanieli გრცხვენია კაი კაცოოო?! არ გადამრიო?! მერე და წაბრძანდი, აისხი იარაღი და გადასხგსხამენ დესანტთან ერთად არტიომოვსკში! იბრძოლე რამდენიც გინდა! მაგრამ არა, შენ ჩემი შვილები და შვილიშვილები გინდა აომო და ამ ტვინზე სალაგადაკრულ უკრაინელებს შესწირო! არ გამოვა! წაბრძანდი რიგითად და იომე! ამხელა კაცი ხარ და რას აბდლობ, რას პროვოკატორობ თუ იცი?!
2 წლის უკან