იტალიის სერია A-ს 26-ე ტური „სპეციასა“ და „ინტერის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც სენსაციურად მასპინძლებმა მოიგეს.
„ინტერი“ მიმდინარე სეზონში ძალიან არასტაბილურია, მხოლოდ იტალიის ჩემპიონატს თუ გავითვალისწინებთ, უკვე მე-8 თამაში წააგო, რაც „ინტერისთვის“ ბევრია.
სიმონე ინძაგის გუნდს ბევრი შანსი ჰქონდა ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ ვერ გამოიყენა მომენტები, განსაკუთრებით კი, მე-13 წუთზე ლაუტარო მარტინესის გაცუდებული პენალტი უნდა გამოვყოთ.
სამაგიეროდ, „სპეციამ“ თავისი პირველივე შანსი გოლად აქცია. 55-ე წუთზე პაოლო მალდინის შვილმა, დანიელ მალდინიმ ანგარიში გახსნა. 83-ე წუთზე „ნერაძურიმ“ მეორე პენალტი დაარტყა, ბურთთან ამჯერად რომელუ ლუკაკუ მივიდა და გაიტანა. თუმცა, როცა ყველა ფიქრობდა, რომ მილანელები მოსაგებად გაიწევდნენ, პენალტის დარტყმის უფლება უკვე „სპეციამ“ მოიპოვა და მ’ბალა ნზოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ინტერმა“ სერია A-ში ბოლო ორი გასვლითი თამაში წააგო („სპეციამდე“ „ბოლონიასთან“, ბოლო სამი საგარეო შეხვედრა კი ვერ მოიგო (ამ ორ წაგებამდე იყო ფრე ბოლოადგილოსან „სამპდორიასთან“).
„ინტერი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა, „ნაპოლის“ კი „ატალანტასთან“ მატჩში შეუძლია 15-ქულიანი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს.