"იუვენტუსთან" ანხელ დი მარია კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა "ფრაიბურგთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელიც იტალიურმა გუნდმა სწორედ მისი გოლით მოიგო.
"ნორმალურია დაღლილობა, ბევრ მატჩს ვთამაშობთ, თუმცა, ვფიქრობ, მთავარია ვიმუშაოთ, ვითამაშოთ კარგად და მოვიგოთ, რაც დღეს გავაკეთეთ. მინდა გუნდს დავეხმარო და ჩემთვის მნიშვნელოვანია ასე მუშაობა, გუნდს ვეხმარები. კარგად ვთამაშობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის, ორი მკაფიო მიზანი გვაქვს – იტალიის თასი და ევროპა ლიგის მოგება, ვეცდებით, რომ ორივე მოვიგოთ. კონტრაქტის განახლება? არ ვიცი, ვსაუბრობთ, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ვგრძნობ ხალხის სიყვარულს, ახლა ამას ნამდვილად ვგრძნობ. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ მოვახერხე იმის ჩვენება, რა შემიძლია. ისინი ბედნიერები არიან ჩემი თამაშით და მეც ბედნიერი ვარ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიას "იუვენტუსთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბრწყინვალე ფორმაშია და მხოლოდ 2023 წელს უკვე მაოხერხა 7 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება.