გიორგი კახიანი: პროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო არა იმიტომ, რომ შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ინტერესს, არამედ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით საზოგადოებამდე მისი სწორად მიტანა

გიორგი კახიანი: პროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო არა იმიტომ, რომ შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ინტერესს, არამედ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით საზოგადოებამდე მისი სწორად მიტანა

„ხალხის ძალის“ პროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო არა იმიტომ, რომ თავისი შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით საზოგადოებამდე სწორედ მიტანა, რას ემსახურებოდა ის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციამ თავისი გააკეთა.

„ფაქტია, რომ როდესაც ასეთი რეზონანსი მოჰყვება ამას და საზოგადოების მხრიდან ასეთი განწყობაა, ბუნებრივია, შეცდომა იყო ამ პროექტის პირველი მოსმენით მიღება არა იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი თავისი შინაარსით არ შეესაბამება ჩვენს დღევანდელ ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისთვის სწორედ მიტანა, რას ემსახურებოდა ეს კანონი, რა წერია მასში და იმ დეზინფორმაციამ, პრინციპში, თავისი გააკეთა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.