კონტე - „ტოტენჰემთან“ კონტრაქტზე: „შესაძლოა, კლუბმა ჩემი ვადაზე ადრე დათხოვნა მოინდომოს“

კონტე - „ტოტენჰემთან“ კონტრაქტზე: „შესაძლოა, კლუბმა ჩემი ვადაზე ადრე დათხოვნა მოინდომოს“

„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მილანთან“ მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. ლონდონური კლუბი „მილანთან“ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა (0:1 სტუმრად და 0:0 შინ).

„პატივს ვცემ კონტრაქტს. სეზონის ბოლოს დავსხდებით და შევაფასებთ კლუბში არსებულ ვითარებას. ჩემს აზრს გამოვთქვამ: არასოდეს იცით, როგორ განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, კლუბს ვადაზე ადრე მოუნდეს ჩემი დათხოვნა. ალბათ უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდათ.“- ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

კონტე „ტოტენჰემს“ 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. სპეციალისტსა და კლუბს შორის კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.