კარიერაში პირველად, პსჟ-ის თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, ზედიზედ მესამე სეზონში ვერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა. პარიზელებმა პირველი შეხვედრაც დათმეს (0:1) და ტურნირს გამოეთიშნენ.
გასულ სეზონშიც პსჟ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამოვარდა. ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, მადრიდის „რეალთან“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში წააგო.
2020/2021 წლების სეზონში კი მესი „ბარსელონას“ შემადგენლობაში ასევე მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა.
მესი პსჟ-ში 2021 წელს გადავიდა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა პარიზული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.