ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. ამის შესახებ ნეაპოლური ვებგვერდი Areanapoli იტყობინება.
წყაროს თანახმად, ქართველი ფეხბურთელი Via Tasso-ს პრესტიჟულ უბანში გადავიდა, მის სახლს კი 24-საათიანი დაცვა, პარკინგი და სხვა კომფორტული აღჭურვილობა აქვს. გარდა ამისა, კვარას სახლიდან შესაძლებელია ნეაპოლის ყურის ულამაზესი ხედით დატკბობა.
მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ კვარაცხელიას სახლიდან მანქანა მოიპარეს, რის შედეგადაც, მან სახლი შეიცვალა. თავდაპირველად კი სულაც სასტუმროში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.