ტელეკომპანია Rai-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ხელფასის 2.5 მილიონ ევრომდე გაზრდას და კონტრაქტის ერთი წლით განახლებას დათანხმდა.
„ნაპოლი“ ხელფასების ჭერს 2.5 მილიონ ევრომდე დააწესებს. სწორედ ეს ციფრი შესთავაზეს ხვიჩა კვარაცხელიასაც და ქართველმა თავდამსხმელმა შეთავაზება მიიღო“, - თქვა ვენერატომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ამჟამად მისი ხელფასი სეზონში 1.2 მილიონი ევროა. განახლებული კონტრაქტი ძალაში 2028 წლამდე იქნება, ხოლო ხელფასი გაორმაგდება.