მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ ხოსე მარია გუტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, გუტი კვარას ბავშვობის კუმირია, რაც ესპანელს უთხრეს. ხოსე მარიამ თქვა, რომ კვარაცხელიას თავის მაისურს აჩუქებს.
„არ ვიცოდი, რომ კვარაცხელიას კუმირი ვიყავი. ხვიჩა, იმედი მაქვს მადრიდის „რეალში“ გადახვალ და ჩემს ავტოგრაფიან მაისურს გამოგიგზავნი“, - თქვა El Chiringuito-ს ეთერში ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბავშვობაში ყველაზე მეტად ხოსე მარია გუტი და კრიშტიანუ რონალდუ მოსწონდა.