The Sun: მეფე ჩარლზმა პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მათი ბრიტანული რეზიდენციიდან გაასახლა

The Sun: მეფე ჩარლზმა პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მათი ბრიტანული რეზიდენციიდან გაასახლა

გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ მესამემ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ფროგმორ-ჰაუსის რეზიდენციიდან გასახლება გადაწყვიტა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მეფემ პრინცის მემუარების გამოსვლის შემდეგ მიიღო. წიგნში სახელწოდებით „სათადარიგო“ აღწერილია ჩხუბი პრინც უილიამისა და პრინც ჰარის შორის და აღნიშნულია, რომ ჩარლზის მეორე მეუღლე, კამილა ძმების შესახებ ინფორმაციას მედიას აწვდიდა.

„ეს გასახლება ჰარისა და მეგანის დიდ ბრიტანეთში ყოფნის დასასრულს ნიშნავს“, - აღნიშნავს გამოცემის წყარო. მისივე ცნობით წყვილს ალტერნატიული რეზიდენცია შესთავაზეს. ამ ეტაპზე ჰარი და მეგან ბრიტანული კოტეჯიდან საკუთარი ნივთების კალიფორნიაში გადაგზავნის პროცესში არიან.