„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
პორტუგალიელი „კრემონეზესთან“ მატჩში გააძევეს, რადგან მას მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჟოზემ მსაჯებზე შეტევა მატჩის დასრულების შემდეგაც გააგრძელა, რის გამოც არა ერთ, არამედ ორ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს საკუთარ გუნდს.
მოურინიოს სერია A-ს მიმდინარე სეზონში წითელი ბარათი უკვე 3-ჯერ უჩვენეს, ოთხჯერ კი მან ყვითელი ბარათიც მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ ჟოზე მოურინიოს გარეშე „რომა“ ტურინის „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ წინააღმდეგ ითამაშებს.