საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება იტალიაში გადაბარგების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.
Corriere Dello Sport-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია „ნაპოლის“ ფეხბურთელებზე, რომელთა ღირებულება ნეაპოლურ გუნდში გაიზარდა.
ცნობილი გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას ფასი დღეისთვის დაახლოებით 120 მილიონი ევროა. ეს ფასი შედარებულია იმ ფასს, რითაც „ნაპოლიმ“ შეიძინა. წყაროს თანახმად, ნეაპოლელებმა კვარა ზაფხულში ბონუსების ჩათვლით 11.5 მილიონ ევროდ დაიმატეს და ვინაიდან დღეს შეიძლება 120 მილიონად გაიყიდოს, მისი სატრანსფერო ღირებულება 943%-ით გაიზარდა!
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი მიითვალა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.