წყვილმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ლეპტოპი შექმნა, რომელიც 55 კილოგრამს იწონის

წყვილმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ლეპტოპი შექმნა, რომელიც 55 კილოგრამს იწონის

ოდესმე გიფიქრიათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ლეპტოპის შექმნაზე? შეიძლება არა, მაგრამ აი იუთუბერმა წყვილმა, ევანმა და კეტლინმა იფიქრა! მეტიც, მათ ეს შეძლეს კიდევაც!

საიდან გაუჩნდათ ეს იდეა? მათი თქმით, კომპანიები უმცირესი მოწყობილობების შექმნის რბოლაში არიან, წყვილს კი სხვა გზის გავლა მოუნდა.

ყველაზე დიდი ლეპტოპის მონიტორის ზომა 81 საინტიმეტრი. იუთუბერებმა კი 109 სანტიმეტრიანი მოდელი შეიმუშავეს.ლეპტოპის უმეტესი ნაწილი დამზადებულია პლაივუდისგან, ალუმინის ჩარჩოებით და საკინძით, რომელიც 109 სანტიმეტრიანი ეკრანის აკეცვა დაკეცვის საშუალებას იძლევა.

კლავიატურის არჩევანი დიდი ზომის Redragon K605-ზე შეაჩერეს. მწარმოებლებმა უზრუნველყვეს სენსორული პანელი LTC-სგან, ტაბლეტის ზომის, რაც გამორიცხავს მაუსის საჭიროებას.

შემდეგი ყველაზე დიდი გამოწვევა გიგანტური ლეპტოპის შესაფერისი ბატარეის პოვნა იყო. წყვილმა ამისთვის 150 ვატიანი ბატარეა გამოიყენა — ორი ასეთი ბატარეა ეკრანისთვის, ხოლო მესამე ბატარეა LED-ისთვის.

რაც შეეხება აპარატურას, წყვილმა Intel NUC 11 აირჩია, პროცესორისთვის მე-11 თაობის Intel Core i7-1165G7 2.8 GHz და NVIDIA RTX 2060 სისტემა გასაშვებად. ეს კონფიგურაცია საშუალებას იძლევა ლეპტოპზე სხვადასხვა თამაშიც გაეშვას.

როგორც ვიდეოშიც ნახავთ, ლეპტოპი შთამბეჭდავია, მაგრამ მისი ტარება მარტივი ნამდვილად ვერ იქნება. ლეპტოპის წონა 55 კილოგრამია.