მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი, ჟუსტ ფონტენი გარდაიცვალა

მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი, ჟუსტ ფონტენი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა და მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი, ჟუსტ ფონტენი გარდაიცვალა.

ფონტენმა 1958 წელს, შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 13 გოლის გატანა მოახერხა. იმ მუნდიალზე „ლე ბლუმ“ ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

მსგავსი შედეგი არცერთ ფეხბურთელს, არცერთ მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუმყარებია.

ფონტენი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 1953-1960 წლებში თამაშობდა და 21 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა.