ანტუან გრიზმანი: “ბარსელონაში“ ჩემმა ტრანსფერმა გულშემატკივრებს ზიანი მიაყენა“

ანტუან გრიზმანი: “ბარსელონაში“ ჩემმა ტრანსფერმა გულშემატკივრებს ზიანი მიაყენა“

ანტუან გრიზმანმა „ატლეტიკოდან“ წასვლის და შემდეგ, უკან დაბრუნებისას შესახებ Movistar-თან ისაუბრა. ფრანგმა ხაზი გულშემატკივრებთან ურთიერთობას გაუსვა:

„ჩემმა ტრანსფერმა გულშემატკივრებს დიდი ზიანი მიაყენა. მათ მე ყველაფერი მომცეს, თუმცა მე მაინც წავედი, რადგან ეს მჭირდებოდა. როგორც გულშემატკივარი მეც ძალიან გავბრაზდებოდი.“

„ძალიან თავმდაბალი გავხდი და ამის შესაცვლელად ვმუშაობდი. ვინც მიცნობს მათ იციან, რომ გულშემატკივრებთან მსგავსი ურთიერთობა მჭირდება, მჭირდება მათი სიყვარული და მხარდაჭერა, რომ უმაღლეს დონეზე შევძლო გამოსვლა.“ - განაცხადა გრიზმანმა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი „ატლეტიკოში“ გულშემატკივრის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო, თუმცა „ბარსელონამ“ ის 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა. გრიზმანის კარიერა კატალონიურ კლუბში არც თუ ისე კარგად წარიმართა და 2021 წელს ის „ატლეტიკოში“ დაბრუნდა.