სკალონი: „მესისთვის არგენტინის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა“

სკალონი: „მესისთვის არგენტინის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა“

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ჟურნალისტებს ლიონელ მესის შესახებ აზრი გაუზიარა. მესი ფიფას 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

„რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც უკვე ითქვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლეო თამაშს გააგრძელებს.“ - ამბობს სკალონი.

მან არგენტინელი ფეხბურთელის მომავალზეც ისაუბრა.

„დარჩება გუნდში? მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. ვიმედოვნებ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს. მე მას იქ ვხედავ. თუმცა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაა საჭირო.“ - ციტირებს სკალონის სიტყვებს Football Espana.

2022 წელს 35 წლის მესი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ტურნირზე შვიდ მატჩში მან შვიდი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სკალონი, რომლის ხელმძღვანელობითაც არგენტინის ნაკრებმა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.