ფერგიუსონი: „ტენ ჰაგი სწორ გზაზეა“

ფერგიუსონი: „ტენ ჰაგი სწორ გზაზეა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ალექს ფერგიუსონი, ჟურნალისტებს კლუბში ერიკ ტენ ჰეგის მუშაობის შესახებ ესაუბრა. ორიოდ დღის წინათ, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე პირველი ტიტული მოიპოვა - ინგლისის ლიგის თასის ფინალურ მატჩში „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა.

„ერიკი სწორ გზაზეა. მისი ტრანსფერები მართლაც კარგი იყო. ვფიქრობ, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა.“ - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Manchester Evening News.

მიმდინარე პრემიერლიგის 24 მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 49 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დგას.