ოფიციალურად: სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელად იურგენ კლინსმანი დაინიშნა

ოფიციალურად: სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელად იურგენ კლინსმანი დაინიშნა

ლეგენდარული ფერმანელი ფეხბურთელი იურგენ კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

58 წლის გერმანელმა აზიელებთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. კლინსმანმა პორტუგალიელი პაულუ ბენტუ შეცვალა, რომელმაც გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

იურგენ კლინსმანი სამწვრთნელო საქმიანობას 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ბოლოს ის 2019-2020 წლებში ბერლინის „ჰერტას“ ავარჯიშებდა. მანამდე კლინსმანის კარიერაში იყო გერმანიის ნაკრები (2004-2006), „ბაიერნი“ (2008-2009) და აშშ-ს ნაკრები (2011-2016).