სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

„პარი სენ ჟერმენის“ მცველმა სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

„დადგა დრო დავემშვიდობო ეროვნულ ნაკრებს. დღეს დილით ამჟამინდელმა მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდივარ სპორტული ფორმის მიუხედავად. ვიმედოვნებდი, რომ ეს მოგზაურობა უფრო გრძელი იქნებოდა და უკეთესი დასასრული მექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ იქნება ჩემთვის, რადგან ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არ არის“, - დაწერა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებში 2005-2021 წლებში თამაშობდა და 180 მატჩში 23 გოლი გაიტანა, თუმცა, ის არც ევრო 2020-სა და არც გასულ მუნდიალზე არ გამოიძახეს.

„ფურია როხას“ რიგებში სერხიო რამოსი ორჯერ ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.