გოგა ბითაძე: “გუნდში კარგად მიმიღეს, ისღა დამრჩენია ბევრი ვიშრომო“

გოგა ბითაძე: “გუნდში კარგად მიმიღეს, ისღა დამრჩენია ბევრი ვიშრომო“

საქართველოს ნაკრების ცენტრმა „ორლანდო მეჯიქში“ გადასვლის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა და გუნდს ინტერვიუც მისცა, სადაც პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

გოგა ბითაძე: ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ რამდენიმე გუნდი იყო ჩემით დაინტერესებული. ზუსტად არ ვიცოდი რა იქნებოდა, თუმცა ყველაფერი სწრაფად მოხდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი ამ გუნდთან გავაფორმე. „მეჯიქი“ ახალგაზრდული გუნდია. ვიცნობ მათ კალათბურთელებს და გუნდის წევრებს, ასე რომ მარტივი იქნება ჩემთვის აქ თამაში.“

„ამ გუნდს დიდი ნიჭი აქვს. თხუთმეტივე მოთამაშე საკმაოდ ნიჭიერია, ასე რომ „მეჯიქს“ უფრო გამოცდილი გუნდების წინააღმდეგაც კარგად შეუძლია კონკურენციის გაწევა. პირველ ვარჯიშზე ყველამ კარგად მიმიღო. როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდში ყოფნა უხარიათ, ეს ძალიან კარგია. მე ისღა დამრჩენია, რომ ბევრი ვიშრომო“

„მოსამზადებელი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნდა შევეწყო თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ტაქტიკას. ბევრ მოთამაშეს უკვე ვიცნობ, ვინც ცოტა ხნის წინ გავიცანი კი მათთანაც უკვე საკმაოდ ახლოს ვარ“

„ეს ჩემი მეოთხე წელია NBA-ში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, რომელსაც თავდაუზოგავად მუშაობა უყვარს. ვფიქრობ სამწამიანში საკმაოდ დომინტანტური ვარ, დაცვაშიც ფარს კარგად ვიცავ და ვფიქრობ, ჩემი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ გამომივლენია. შემიძლია გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო. ევროპაში, სადაც მე გავიზარდე, არავის აინტერესებს რამდენ ქულას ჩააგდებ, მთავარია გუნდს გამარჯვება მოუტანო, მე კი მგონია, რომ ამის გაკეთებას შევძლებ.“

„სამწრვთნელო შტაბი ძალიან პატარა დეტალებსაც კი აქცევს ყურადღებას, რაც პლეიოფის გუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ახალგაზრდა გუნდია და მწვრთნელი ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. ის გვაძლევს ერთმანეთთან დაპირისპირებისა და კომუნიკაციის საშუალებას.“

„უნდა გავაკონტროლო ჩემი სამუშაო, შევინარჩუნო ორგანიზმის ბალანსი და მზად ვიყო ყველაფრისთვის, რაც წინ მელოდება. ამის შემდეგ, იმედი მაქვს, რომ ყველა დაინახავს იმას, თუ როგორი მშრომელი ვარ. ეს ყველაფერია რისი გაკეთებაც შემიძლია და როდესაც შესაძლებლობა მომეცემა, 100%-ით დავიხარჯები“ - განაცახდა ბითაძემ.