დე ლაურენტისი: “კვარაცხელია და ოსიმენი „ნაპოლის“ მაისურით დიდხანს გაიბრწყინებენ“

დე ლაურენტისი: “კვარაცხელია და ოსიმენი „ნაპოლის“ მაისურით დიდხანს გაიბრწყინებენ“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა TNT Sports Mexico-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი გუნდის, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

„ვვარაუდობდი, რომ დიდებული სეზონი იქნებოდა, რადგან როდესაც ერთი და იგივე ფეხბურთელები დიდი ხნის განმავლობაში გყავს, მაშინაც კი, თუ ისინი ძალიან კარგები არიან, საბოლოოდ, მოტივაციის ნაკლებობას განიცდიან. მათ ნაცვლად ჩვენ ახალი ფეხბურთელები აღმოვაჩინეთ, რომელთაც მაშინათვე დაამტკიცეს, რომ სანდოები იყვნენ. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ეს არ არის ინდივიდუალური ფეხბურთელების გუნდი - „ნაპოლი“ გუნდურად მუშაობს.“

„ძალიან კარგი იყო, როდესაც კავანი, ლავეცი, იგუაინი ვიპოვეთ, ამჯერად კი ოსიმენი გვყავს, რომელსაც კვარაცხელიაც შეუერთდა, კიმი, ანგისა და კიდევ ბევრი სხვა ფეხბურთელი. „ნაპოლი“ ის გუნდია, რომელიც თავის სიტყვას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იტყვის“

„ნეაპოლელი ხალხისთვის სერია A-ს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მარადონამ დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა და გუნდი ამ გზას მიჰყვება. კარგი იქნება, თუ ხალხს იმას დავუბრუნებთ, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ.“

„კონტრაქტების შედგენა ძალიან კარგად გამომდის და როდესაც კვარაცხელია და ოსიმენი „ნაპოლიში“ გადმოვიდნენ, სხვა კლუბების შეთავაზებები დავბლოკეთ, ასე რომ მათი შენარჩუნება არ გაგვიჭირდება. თუმცა არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, რადგან არსებობს შემოთავაზებები, რომელზეც უარს ვერ იტყვი. არასოდეს იცი რა მოხდება, თუმცა ისინი „ნაპოლის“ მაისურით დიდხანს გაიბრწყინებენ.“ - განაცხადა დე ლაურენტისმა.

აქვე გეტყვით იმას, რომ გუშინ „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში „აინტრახტი“ სტუმრად დაამარცხა. ვიქტორ ოსიმენმა მეორე გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მეოთხე საგოლე გადაცემა შეასრულა და ლეო მესის გაუთანაბრდა.