კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალი ფეხბურთელები მსაჯს თავს დაესხნენ   

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალი ფეხბურთელები მსაჯს თავს დაესხნენ   

აფრიკული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატები ყოველთვის გარკვეული უცნაურობებით გამოირჩეოდა და ამ მხრივ გამონაკლისი არც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოდგა, სადაც ქალი ფეხბურთელები მსაჯს საცემად გამოუდგნენ.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელშიც ერთმანეთს „მოტემა პემბესა“ და „მაზამბეს“ ფეხბურთელები უპირისპირდებოდნენ, მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც „მოტემა პემბეს“ ფეხბურთელები გააბრაზა. ისინი მსაჯს გამოეკიდნენ, როგორღაც მოახერხეს კიდეც მისი დაჭერა და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ მას.

გუნდი, რომელმაც მსაჯზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინა, იმ მომენტისთვის 5:1 მარცხდებოდა. ლუბუმბაშიში მომხდარ ინციდენტზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიება დაიწყო.