RAI: კვარას „ნაპოლიში“ სურს დარჩენა: ახალი კონტრაქტით ის 2.5 მილიონს და ბონუსებს მიიღებს

RAI: კვარას „ნაპოლიში“ სურს დარჩენა: ახალი კონტრაქტით ის 2.5 მილიონს და ბონუსებს მიიღებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ქართველი შემტევის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობას აგრძელებს. ნეაპოლური გუნდი აპირებს, კვარაცხელიას გაუმჯობესებული სახელფასო პირობები შესთავაზოს.

„ნაპოლი“ აწმყოთი კმაყოფილია, თუმცა მომავალზე და ტალანტების შენარჩუნებაზეც უნდა იფიქროს. ბაზრის ექსპერტმა და ჟურნალისტმა, ჩირო ვენერატომ RAI-სთან ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტზე ისაუბრა:

„ჩვენ ოსიმენს ივნისამდე უნდა ველოდოთ, თუმცა კვარაცხელიას მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. თავად მას „ნაპოლიში“ სურს დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ მისით „რეალ მადრიდი“ და „ნიუკასლი“ ინტერესდებიან.“

„ჯუნტოლი და დე ლაურენტისი ქართველისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებენ, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და ამას ბონუსებიც დაემატება. კონტრაქტი კიდევ 1 წლის გახანგრძლივდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 5 წლამდე გაიზრდება და მასში გამოსასყიდი თანხა არ იქნება ჩადებული.“ - განაცხადა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.