საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი ნახეს

საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი ნახეს

საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი და „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი, კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია თურქულმა კლუბმა დაადასტურა.

ჰატაიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ატსუს თითქმის ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ მისი ცოცხალი ნახვა ვერ მოხერხედა...

მიწისძვრის წინა დღეს კრისტიანმა „ჰატაისპორში“ სადებიუტო გოლი გაიტანა, რაც მან თანაგუნდელებთან ერთად მოგვიანებით რესტორანში აღნიშნა. სწორედ ამიტომ, საფრანგეთში არ გაფრინდა. როგორც კლუბის მენჯერმა თქვა, მან ბილეთი უკან დააბრუნა. დაგეგმილი ფრენიდან 5 საათში კი მიწისძვრა მოხდა.

კრისტიან ატსუ „ჰატაისპორში“ 2022 წლის ბოლოს გადავიდა და სამ მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პორტუს“, „რიუ ავეს“, „ჩელსის“, „ვიტესის“, „ევერტონის“, „ბორნმუთის“, „მალაგას“, „ნიუკასლისა“ და „ალ-რაედის“ წევრი იყო. ლობჟანიძის გარდა, ატსუს „ვიტესში“ გურამ კაშიასთან, ვაკო ყაზაიშვილსა და გიორგი ჭანტურიასთან ერთად აქვს ნათამაშები. განის ნაკრებში მან 2012-2019 წლებში 65-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.

კრისტიან ატსუ მხოლოდ 31 წლის იყო...